logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ტყუილად ნუ იხოკავთ ლოყებს!
- +

10 ნოემბერი. 2016. 01:19


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

 

„ამ სტატუსით ის ქართველი „პრადვინუტები" მინდა დავამშვიდო, რომლებიც მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ფლორიდას კი არა, ამერიკის კონტინენტსაც ვერ იპოვნიან.


ამერიკის შეერთებული შტატები არის ძლიერი, ჩამოყალიბებული ზესახელმწიფო, რომელსაც მკაფიოდ აქვს განსაზღვრული როგორც საგარეო, ისე საშინაო პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები არ არის დამოკიდებული არჩეული პრეზიდენტის ქარიზმასა, თუ იმ შეხედულებებზე, რომლებიც მან საარჩევნო კამპანიის დროს მედიასაშუალებებით დააფიქსირა. ამერიკის შეერთებული შტატების ქართული პრიზმიდან დანახვა სრული აბსურდია, რადგანაც ქვეყანას პრეზიდენტთან ერთად მართავს სენატი და კონგრესი, რომელთა ქმედუნარიანობა ზუსტად იმდენჯერ აღემატება ჩვენვის ნაცნობი საკანონმდებლო ინსტიტუტების ქმედუნარიანობას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტი და სამხედრო შესაძლებლობები.

 

ასე რომ დამშვიდდით. დამშვიდდით, რადგანაც ის ცვლილებები, რასაც ახალი პრეზიდენტი განახორციელებს ნამდვილად არ იქნება ერთი ადამიანის თავში მოსული იდეის რეალიზაცია. ეს იქნება სპეციალისტების მიერ ზუსტად დათვლილი და დაანგარიშებული პროექტები, რომლებსაც მხოლოდ ტრამპის ხელმოწერა ექნება. იქნება ზუსტად და პრაგმატულად გათვლილი ცვლილებები. ცვლილებები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო მომწიფებული, გადაჭრას საჭიროებდა და არა ისეთი ფასადური, დანაშაულებრივი სისულელეები, როგორიც ჭაჭა-მდინარე კოშკი, ან ამ რამდენიმე წლის წინ გიფსოკარდონით „განახლებული" პლეხანოვი იყო (თუ ეს ყველაფერი დაგავიწყდათ, ძალიან კარგი).

ასე რომ ტყუილად ნუ იხოკავთ ლოყებს!"






 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner