logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის არჩევანს!
- +

10 ნოემბერი. 2016. 01:20


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ სტატუსს აქვეყნებს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, მოხარულია რომ ტრამპი საქართველოში ნამყოფია და ქვეყანას იცნობს.

 

„მე პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის არჩევანს, მათ თავად გადაწყვიტეს როგორი პრეზიდენტი ჭირდებათ, ეს მხოლოდ ამერიკელი ხალხის საქმეა და სხვა არავისი! წარმატებას ვუსურვებ ამ ხალხს, მათ პრეზიდენტს და ამ ქვეყანას, როგორც ჩვენს მეგობარს! ისე, წარსულს რომ გადავხედე 2012 წლის 21 აპრილს ჩამოუყვანია ბატონი ტრამპი სააკაშვილს საქართველოში, ამ დღეს ხდებოდა თბილისში ზუსტად ის, რაც შემდეგ, უკვე დიდი ხნით მოსვენებას დაუკარგავს ყოფილ პრეზიდენტს და მთელ მის გუნდს. ამ დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა! პიარტექნოლოგიებს თუ გადავხედავთ, შესაძლოა ამ მოვლენის გადაფარვაც იყო მაშინდელი ხელისუფლების ერთერთი ამოცანა. ამიტომ, ალბათ შემთხვევითი არ იქნებოდა ეს დამთხვევა და სწორედ ამ დღეს, აწ უკვე აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, როგორც მეტად საპატიო სტუმრის, ვიზიტი ჩვენს სამშობლოში. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგია, რომ ის უკვე იცნობს საქართველოს, ნამყოფია აქ, იცის ჩვენს შესახებ, ხოლო ვისი და რის გამო, ეს მეორე ხარისხოვანია! აწი კი, ჩვენი სამუშაოა, თანაც ძალიან გულმოდგინედ!",- წერს კობახიძე.






 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner