logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ მყოფ ერთ-ორ ახირებულ პერსონაჟთან საერთო არაფერი მინდა მქონდეს
- +

10 ნოემბერი. 2016. 01:32



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას არ სურს „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში მყოფ ერთ-ორ ახირებულ პერსონაჟთან რაიმე საერთო ჰქონდეს. როგორც სააკაშვილი ამბობს, ახლა დაიწყეს რაღაც უაზრო საუბარი, უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი კერპი, გაემიჯნენ 600 ათას მხარდამჭერსა და ამომრჩეველს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო მზად ასეთი ხრიკებისთვის.


„რა შუაშია საერთოდ სააკაშვილი ამ საუბრებთან. მე მათ ვურჩევდი, არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ეს გამოიწვევდა კიდევ უფრო მეტ დემორალიზებას. არა, უნდა გავიდეთ, ერთმ მანდატს მაინც წავგლიჯავთო, მაგრამ ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღეს და ამან გამოიწვია კიდევ მეტი იმედგაცრეუბა. დაიწყეს ისევ უაზრო საუბარი, იმ ორმა ტიპაჟმა, თითქოს არსებობს 8-წლიანი ციკლი. იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, ბრძოლისკენ და შეურიგებლობსკენ მოვუწოდებდეთ ყველაფერ ამის მიმართ, არის ხელების დაშვება. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და, პირველ რიგიში, 600 ათას ამომრჩეველთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს საკუთარ ხალხს, დაუშვა ამდენი შეცდომა, გამოგვიწერა  დამრცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ სამომავლოდაც, ამ ახირებულ ერთ-ორ პრესონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, მე არაფერი მინდა მქონდეს საერთო.


მე დავეხმარები ჩვენ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ აქ დიდ საქმეებში ვარ, ერთი წუთითაც არ ვწყვეტ ჩემ ხალხზე ფიქრს",-აღნიშნა სააკაშვილმა.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სანდრა რულოვსმა გამოიჩინა მებრძოლის, ლიდერის თვისებები და იწონებს მის გადაწყვეტილებას.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner