logo_geo
eng_logo
„გორგია“ ნაციონალებს ისევ აფინანსებს!
- +

20 მარტი. 2016. 02:02


სტატია გამოქვეყნებულია 2014 წელს



იმ წლებში, ნებსით თუ ძალით, „გორგიის" მეპატრონე გია გორგოშაძე „ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვიურად ნახევარი მილიონი ლარით აფინანსებდა ლევან ვარშალომიძის ხელით. სახლში მოდიოდა და გამუდმებით ფულის თვლაში იყო თვის ბოლოს - ლევან ვარშალომიძეს უნდა მივცეო.


აჭარის მთავრობამ იმ პერიოდში ძველ ბათუმში ძველი ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია სთხოვეს! იძახდა: „მეტი საქმე არ მაქვს, ახლა ძველი ბათუმი ვაშენოო". „გორგია" ახლაც აფინანსებს ნაციონალებს. დირექტორი გიგი უგულავას მოადგილე მიშა ავალიანია, მთავარი ბუღალტერი - ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი ზვიად მერაბიშვილი, ასე რომ, მუხლი სახელმწიფო გადატრიალების თუ არეულობის შესახებ კარგად მოერგება „გორგიის" და მისი მეპატრონის გია გორგოშაძის საქმიანობას.


კიდევ სჯერა, რომ ნაციონალები დაბრუნდებიან და ისევ ტენდერებს მისცემენ. საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად არ უნდა იყიდოს „გორგიაში" პროდუქცია. რამდენიმე არასამთავრობო გეგმავს აქციებს „გორგიას" წინ სახელწოდებით: „გორგია", ნუ აფინანსებ ძალადობას" ეს აქციები იგეგმება უახლოეს მომავალში და ბევრი ჟურნალისტი, წართმეული ბიზნესმენი და არასამთავრობო ორგანიზაცია მიიიღებს მონაწილეობას.





right_banner right_banner
არქივი
right_banner