logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური „ნაციონალებს“: შეეგუეთ, რომ პატრონი აღარ გყავთ!
- +

10 ნოემბერი. 2016. 02:59

 


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური facebook-ზე „ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნაციონალები" შეეგუეთ რომ თქვენ პატრონი აღარ გყავთ არც უკრაინაში და არც ამერიკაში. თქვენს სიტუაციას არ უშველიდა არც კლინტონი და არც ტრამპი. არც სააკაშვილი და არც მაკკეინი. თქვენ არ აინტერესებთ სააკაშვილს. სააკაშვილი აღარ აინტერსებთ ამერიკაში. თქვენმა „ოქროს ხანამ" ჩაიარა. შეგიძლიათ არ შეეგუოთ, მალე აქტუალობას დაკარგავთ, სრულად გამარგინალდებით, თქვენი დიდი ნაწილი ნელ-ნელა წაშლის მიშისტურ ფოტოებს, მცირე ნაწილი კი გააგრძელებს ფანტაზიებში ცხოვრებას და იმ დღის ლოდინს, როცა „ნაციონალური" „მესია" კვლავ დააჩოქებს საქართველოს... ასეთები ჯობია მეტ ხანს დარჩეთ და თქვენი ჟრიამულით სულ შეახსენოთ საქართველოს თუ რას წარმოადგენდა მიშისტური ლიბერტოფაშიზმი და რამხელა ორმოს დავაღწიეთ თავი",- წერს უძილაური.






 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner