logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: მალე მექნება შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ მართლაც განსაკუთრებული წიგნი!
- +

ავტორი მაია კახიძე

10 ნოემბერი. 2016. 03:13



მსახიობი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სულ მალე მისი ავტორობით ახალი წიგნი გამოვა, რომელიც საფეხბურთო ამბებს შეეხება.


„სულ მალე ჩემი ახალი წიგნი!

 

ორიოდ კვირაში გთავზობთ სრულიად განსხვავებულ წიგნს, რომლის მსგავსი მამაკაცსაც კი არ დაუწერია საქართველოში.

 

მე კი ვეცადე და ჩემი არქივიდან თავიდან ,,გავაცოცხლე" საფეხბურთო ამბები, ,, დინამოს" გამორჩეული და ,,დინამოელების '' ფეხბურთზე მეტი სიყვარული, დავამატე ჩემი და გულშემატკივართა არმიის რამდენიმე წერილი და სხვა საინტერესო საფეხბურთო ბატალიები....

 

ასე რომ, სულ მალე მექნება შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ მართლაც განსაკუთრებული წიგნი!

 

რასაკვირელია, უკეთესი მინდოდა, მაგრამ როგორც იტყვიან, საბანი როგორც გავიწვდინე... ვისი იმედიც მქონდა, ისინი ვერ თუ არ დამეხმარნენ, მაგრამ ყველაფერი გადავლახე და ბედნიერი ნამდვილად ვარ! ჰოდა, მალე სულ მალე!",- წერს კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner