ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტობა და ვიცე-პრეზიდენტობა მათ პიროვნებებს აღემატება, შესაბამისად, ერთ გუნდად ქვეყნის წარმატებისთვის მუშაობენ.
„მე და პრეზიდენტ ბუშს საკმაოდ სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ მაღალ დონეზე იმუშავა ბუშის გუნდმა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად. ძალიან კარგად გესმის, როდესაც პრეზიდენტი ხარ, რომ პრეზიდენტობა და ვიცე-პრეზიდენტობა ჩვენს პიროვნებებს აღემატება. მე მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა 8 წლის წინ, რომ ეს იყოს ეფექტური ხელისუფლების გადაცემის პროცესი ახალი პრეზიდენტისთვის, რადგან ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გაერთიანებული და ქვეყანას ვუძღვებით. მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახვებთ", - განაცხადა ბარაქ ობამამ.