logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მაიკომ რომ ასათიანზე იმკურნალოს, ზუსტად ის დროა!
- +

20 მარტი. 2016. 02:15


„მაიკო ორჯონიკიძისთვის და თინიკო ხიდაშელისთვის ერთნაირად ვარ პრორუსი, რუსი, რუსების აგენტი... აგენტი 007!!! საინტერესოა, რომელ აგენტურულ და რუსებისთვის ფასეულ ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი, განსხვავებით იგივე თინიკოსგან?!


ამავდროულად, მაიკო უკვე საჯაროდ გვიხსნის, რომ ექსკლუზიურად თინიკო მოსწონს!!! ნაციონალურ მოძრაობას და რესპუბლიკურ პარტიას ერთმანეთი არც არადროს დაუკარგავთ. სულ ერთად იყვნენ და ერთად არიან დღესაც. მიშიკოსაც მოსწონს თინიკო და ეხმარებოდა კიდეც ჯერ საგარეჯოს არჩევნებისას, ახლა ეხმარება სავარძლის გამყარებაში. კარასინის განცხადებებიც, ვითომ მუქარა და თითის ქნევა, სინამდვილეში მამალი კაგებეშნიკის თემურ ალასანიას და მიშიკოს ჩაწყობილია.



თინიკო რუსეთისთვის საფრთხედ უნდა წარმოჩნდეს და გაიმყაროს პროდასავლური იმიჯი, თინიკოს წონა უნდა გაეზარდოს. როგორაა ეს შესაძლებელი? როცა მტერი დაგემუქრება და პერსონალურად გაღიარებს საფრთხედ ! თინიკოს მოხსნა თანამდებობიდან სააკაშვილისთვის, როგორც ჩანს, ტრაგედია იქნება, საგარეჯოს არჩევნების გამოძიებისა და მინისტრის მოხსნის თემაც გადაიფარა. არტილერია ჩართულია. მათ შორის, რუსული!!!


არავითარი შეთქმულების თეორია ეს არაა. ეს რეალობა და ფაქტია, რაც სათვალის გარეშეც გადასარევად ჩანს.


 P.S. სერგო ორჯონიკიძის სულიერი და გენეტიკური შთამომავალი რომ ვინმეს ქვეყნის ღალატს დააბრალებს, ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა. სწორედ სერიოჟა ორჯონიკიძემ აჩუქა რუსებს სოჭი და აზერბაიჯანს- ბელაქანი, კახი, საინგილო. სერიოჟას მემკვიდრე- მაიკო ორჯონიკიძე ახლაც სიამოვნებით მიგვახვრეტდა, როგორც ბაბუამისი ხვრეტდა ინტელიგენციას, მაგრამ ახლა მეოცე საუკუნის 20- იანი წლები არაა...



და ბოლოს დასკვნა- მაიკომ რომ ასათიანზე იმკურნალოს, ზუსტად ის დროა!" - წერს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი სოციალურ ქსელში


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner