logo_geo
eng_logo
ჰილარი კლინტონი: დიდი იმედი მაქვს, ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება
- +

10 ნოემბერი. 2016. 10:37



ჰილარი კლინტონმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა.



დიდი იმედი მაქვს, ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ეს არ არის ის შედეგი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობდით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასე არ მომხდარიყო. ძალიან ვწუხვარ. მიუხედავად ამისა, ამაყი და ბედნიერი ვარ თქვენი მხარდაჭერით. თქვენ ამერიკის მოქალაქეების საუკეთესო მხარეს წარმოადგენთ. თქვენს კანდიდატად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები და დაბნეულები ხართ. მინდა, გითხრათ, ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. მიმაჩნია, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები ამერიკის აღმშენებლობისა და წარმატებების სადარაჯოზე", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner