logo_geo
eng_logo
ჰილარი კლინტონმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დონალდ ტრამპს შანსი მისცენ
- +

10 ნოემბერი. 2016. 10:38



ჰილარი კლინტონი იმედოვნებს, რომ ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის წარმატებული მეთაური იქნება.



დონალდ ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი იქნება და ვალდებული ვართ, მივცეთ შანსი, მართოს ქვეყანა. გუშინ საღამოს ტრამპს გამარჯვება მივულოცე და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მასთან ერთად მუშაობას დავთანხმდი", - განაცხადა კლინტონმა.



კლინტონის თქმით, არჩევნებში დამარცხება მისთვის ძალიან მტკივნეულია.

 

 

ეს მტკივნეულია და კიდევ დიდხანს იქნება მტკივნეული, მაგრამ გახსოვდეთ: ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.



მანვე თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და პირველ ლედის, მიშელ ობამას. თავისი გამოსვლა ჰილარი კლინტონმა დაასრულა სიტყვებით „ღმერთო, დაიფარე ამერიკა".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner