logo_geo
eng_logo
დევნილი ოჯახებისთვის თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დაიწყო
- +

10 ნოემბერი. 2016. 11:05



დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო. 

2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 400 დევნილ ოჯახს გადაეცემა.  აქედან, 200 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში",  200 კი დადიანის ქუჩაზე,  მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში მიიღებს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია  თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით შემოსული  განაცხადებიდან იმ 400 დევნილ ოჯახს გამოავლენს, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად,  საცხოვრებელი ფართები  გადაეცემათ.



კომისიის მუშაობის პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო.



დაიწყო თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დევნილებისთვის. ამჯერად 400 ბინა ნაწილდება. ამ 400 ბინიდან დაახლოებით 100 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებზე გადანაწილდება. დანარჩენი ბინები, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ნაწილდება იმ ოჯახებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ეს არის მორიგი ეტაპი, რომელიც ძალიან მალე გაგრძელდება და  საშუალება იქნება, რომ თითქმის ყველა გაჭირვებული ოჯახს, ვისაც დღეს საცხოვრებელი  არ აქვს, ბინა გადაეცეს. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვა ხდება დეტალურად, გადაღებულია სურათებირამდენჯერმეა ჩატარებული მონიტორინგი, რამდენჯერმეა მისული კომისია თითოეულ ოჯახთან და ამის მიხედვით, კომისიის სხდომაზე საერთო კონსენსუსის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, შეცდომის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.  



გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან  სახალხო დამცველის აპარატის, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG),  რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის,  ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები.



დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია  წყალტუბოში, რუსთაველის ქ. N23-ში   18 ნოემბრის ჩათვლით, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.



კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის  ღიაა ნებისმიერი  მედიასაშუალებისათვის.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner