ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კელიან კონვეიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს სატელეფონო საუბარში „ძალიან ჭკვიანი" ადამიანი უწოდა და მის საარჩევნო კამპანიას მაღალი შეფასება მისცა.
აღნიშნული სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება დადასტურდა.
დონალდ ტრამპმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარში ჰილარი კლინტონსა და მის ოჯახს საარჩევნო კამპანიის ჩატარება მიულოცა.
„ის თავდაუზოგავად იბრძოდა. ჰილარი დიდი ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა და ჩვენი ქვეყნის მსახურებისთვის მადლობელი ვართ. ამას გულწრფელად ვამბობ. ახლა კი მოვიდა დრო, რომ გავერთიანდეთ. ყველა რესპუბლიკელს და დემოკრატს, ასევე, დამოუკიდებელ კანდიდატს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეუბნები, რომ დროა, გავერთიანდეთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.