logo_geo
eng_logo
Washington Post: გვსურს, დონალდ ტრამპმა გაიგოს, რომ ამერიკული მმართველობის სისტემა არ არის ერთი ადამიანისთვის
- +

10 ნოემბერი. 2016. 11:07



„Washington Post" სტატიას აქვეყნებს საათაურით „პრეზიდენტი ტრამპი", სადაც დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით წერს. გამოცემის თქმით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ სიტყვების დაწერა არასდროს მოუწევდათ. 



„დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად იქნა არჩეული. ვიმედოვნებდით, ამ სიტყვების დაწერა არასდროს მოგვიწევდა. ბატონი ტრამპი მალე დიდ ფედერალურ ბიუროკრატიას, სპეცსამსახურებს და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან შეიარაღებულ ძალებს უხელმძღვანელებს. ჩვენ გვსურს, მან გაიგოს, რომ ამერიკული მმართველობის სისტემა არ არის ერთი ადამიანისთვის ან მის შესახებ; და რომ ოვალური ოფისის ძალაუფლება იმისთვის არ არსებობს, მისი მტრები დასაჯოს, როგორც ამას საარჩევნო კამპანიის დროს განიხილავდა", - ნათქვამია სტატიაში.



„Washington Post" ამბობს, რომ მათ არ აქვთ იმის იმედი, რომ ტრამპი არსებული პრობლემების მიმართ რაციონალურად იმოქმედებს და გამოამჟღავნებს სიბრძნესა და დისციპლინას.

 

„ჩვენ არ გვაქვს ოპტიმიზმი იმის, რომ ბატონი ტრამპს უცებ უფრო რაციონალური პასუხი ექნება ამ პრობლემებზე, ვიდრე ის საარჩევნო კამპანიის დროს აჟღერებდა, არც იმის, რომ ის აქამდე დამალულ სიბრძნეს და დისციპლინას გამოამჟღავნებს. ამერიკა არასდროს ყოფილა გაერთიანებული სისხლითა და კრედოებით, არამედ დემოკრატიული სისტემისადმი ერთგულებით, კანონის უზენაესობით. ჩვენ ვიმედოვნებთ, ახალარჩეული პრეზიდენტი ამ სისტემისადმი ერთგულებას აჩვენებს. ამერიკელები მზად უნდა იყვნენ, მხარი დაუჭირონ მას, თუ ასე მოიქცევა და მხარი დაუჭირონ სისტემას, მიუხედავად იმისა, ტრამპი გააკეთებს ამას თუ არა", - ნათქვამია სტატიაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner