გამოცემა „Hurriyet"-ის ინფორმაციით, თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 35 მფრინავი დააპატიმრეს.
პროკურატურამ, ასევე, 55 ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. აქედან ერთი პოლკოვნიკია, 54 კი მოქმედი და თადარიგის ლეიტენანტი, რომლებიც კონსტიტუციის დარღვევაში, ღალატში და „შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში" მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. აქედან 7 მათგანს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება შეუწყდა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიმდინარე წლის ივლისში მოხდა, რომლის ორგანიზატორადაც აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი მიიჩნევა.