უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
„აშშ ყოველთვის ეხმარებოდა უკრაინელ ხალხს თავის მისწრაფებაში შეუერთდეს იმ ქვეყნების ოჯახს, რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებს, სხვა სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობას და კანონის უზენაესობის პრინციპს იზიარებენ.
რუსეთის აგრესიის გამო უკრაინამ ტერიტორიების ნაწილი, ათიათასობით სამხედრო, მოხალისე და სამოქალაქო პირი დაკარგა", - წერს „facebook"-ზე სავჩენკო.
სანქციების გამკაცრებასთან ერთად, ნადეჟდა სავჩენკო აშშ-ს საერთაშორისო, ტექნიკური და სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი საპასუხო წერილს გამოაქვეყნებს, სადაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ახალი ადმინისტრაციის პოზიციას დააფიქსირებს.