logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ჯერჯერობით თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან
- +

10 ნოემბერი. 2016. 12:27



დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომ თბილისის მერიას შეუძლია, „სითი პარკს" ხელშეკრულება გაუწყვიტოს და პარკირების თანხები თავად ამოიღოს.



თბილისის მერის თქმით, ამას მეტი არგუმენტი სჭირდება, მას ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისაგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.



ნარმანიას თქმით, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს საკრებულოში წარადგენს, დიდი სიამოვნებით მოისმენს საკრებულოს დეპუტატების კონკრეტულ მოსაზრებებს და გაანგარიშებებს, რას მოაკლონ თანხები, რათა „სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიამ „სითი პარკს" პირგასამტეხლო 25 მილიონი ლარი გადაუხადოს.



მეტი არგუმენტები სჭირდება ამას. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში თავს ვიკავებთსითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერსითი პარკთან" კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია „რესპუბლიკელების" წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან", პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner