logo_geo
eng_logo
დავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერი გახსნა
- +

10 ნოემბერი. 2016. 13:15



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი გახსნა. სკვერები იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ განახორციელა.


„რამდენიმე თვის წინ ამ ადგილზე იყო ნაგავსაყრელი. გამგეობამ გააკეთა პარკი, ჩვენ გამწვანების კომპონენტი შევიტანეთ. ჩუღურეთში ინტენსიურად ვმუშაობთ პარკების მოწყობის და გამწვანების კუთხით. 3000-ზე მეტი ნერგი ირგვება ჩუღურეთის რაიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ნერგები ასევე გადაეცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, რათა საერთო სარგებლობის ეზოები გამწვანდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკო სკამები და ურნები. პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონი კაუჩუკის რბილი იატაკით.


დღესვე ახლად გახსნილ სკვერებში გამწვანების აქცია გაიმართა. დავით ნარმანიამ და ზურაბ ჩიკვილაძემ ორივე მისამართზე ფიჭვის ხეები დარგეს.


ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს, 6 ახალი სკვერი შემატა, არსებულ 30 სკვერს კი აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner