დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და საკუთარ ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ იგი წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ეს არაა ის შედეგი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობდით და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში. მე სიამაყითა და მადლიერებით ვარ აღსავსე. თქვენ ამერიკის საუკეთესო მხარეს წარმოადგენთ. თქვენს კანდიდატად ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო.
ვიცი, რაოდენ იმედგაცრუელი ხართ, რადგან მეც ვგრძნობ ამას. ასევე გრძნობს თავს ათობით მილიონი ამერიკელი, ეს მტკივნეულია და ასეთივე მტკივნეული იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ მინდა, რომ დაიმახსოვროთ, ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ გვიყვარს", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.