logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: პარლამენტარის სტატუსი ხელს ვერ შემიშლის
- +

10 ნოემბერი. 2016. 14:35



„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გაზეთ „ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იქნება ყველა დეპუტატისგან გამორჩეული და დაამსხვრევს სტერეოტიპს, რომელიც თმენის ვალდებულებასა და გარკვეულწილად ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს.



ჟურნალისტმა ინაშვილს ის ვიდეოც შეახსენა, რომელიც კინოს სახლთან, „ნაციონალური მოძრაობის" და „თავისუფალი ზონის" წევრებთან დაპირისპირებას ასახავს და რომელშიც ის ემოციურ ფონზე იგინება.



ძალიან კარგს ვაკეთებ, რომ ვაგინებ, კიდევ შევაგინებ და პარლამენტარის სტატუსი ხელს ვერ შემიშლის, ისე მოვიქცე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი!" - აცხადებს ინაშვილი.



- მერე, საჯარო პირის თმენის ვალდებულებას რა ვუყოთ?



ეს სხვა საკითხია... პარლამენტის წევრის სტატუსი ჩემს თავისუფლებას ვერ შებორკავს! პირველ რიგში, პიროვნება ვარ და მერე პარლამენტის წევრი. მერწმუნეთ, საქართველოს საზოგადოებას პარლამენტის ისეთი წევრი არ სჭირდება, რომელიც მონუსხული, დადუმებული, ურეაქციო და უემოციო იქნება! ასეთი უემოციო, უპოზიციო და უბიოგრაფიო დეპუტატები ვნახეთ. ვთვლი, რომ დღეს ქვეყანას სულ სხვა სტილის პოლიტიკოსები სჭირდება, პოლიტიკას კი - არასტანდარტული და შემოქმედებითი აზროვნება, თორემ ქართული პოლიტიკა ძალიან დახავსებულია - პოლიტიკა მარადმწვანე პოლიტიკოსებმა შეჭამეს და ახალ სახეებს არ უშვებენ", - აცხადებს ინაშვილი.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner