logo_geo
eng_logo
შსს-მ ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

20 მარტი. 2016. 10:22



შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მეშვიდე განყოფილების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა . ქურდობის ბრალდებით დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, ორი ავტომანქანის უკანა საქარე მინები ჩაამტვრია, საიდანაც სალონში შეღწევა მოახერხა და ავტომანქანები გაქურდა. სამართალდამცველებმა შალვა . შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.



დანიშნულია შესაბამისი ექპერტიზები, რომელთა დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, შალვა ი- ბრალი სხვა მსგავს დანაშაულებშიც გამოიკვეთოს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.



გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით).


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner