logo_geo
eng_logo
„მე აქ დიდ საქმეში ვარ ჩაბმული“ - მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს ღიად გაემიჯნა
- +

10 ნოემბერი. 2016. 15:05



ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი ურჩევდა მათ, უარი ეთქვათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რადგან ეს ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის". მისი თქმით, მართლაც, მოხდა ის, რასაც ვარაუდობდა და გუნდის დამარცხებამ გამოიწვია დემორალიზება. აქვე, სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ის დიდ საქმეში არის ჩართული და აპირებს გაიმარჯვოს.



„უკრაინაში ძალიან დიდ საქმეში ვარ ჩაბმული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ვაპირებ აქ გამარჯვებას და ჩემთვის პრაქტიკულად აქ არის საქართველო 2001 წელს. რაღაცებს აქვეყნებენ, თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ აქტივისტებს და საკუთარ მომხრეებს, ვინც გადაგვაკვდა თან და გადააკვდა საქართველოს საქმეს. დაიწყეს ლაპარაკი, სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოსო. რა შუაშია სააკაშვილი?! ვურჩევდი, არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, იმიტომ, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და, რა თქმა უნდა, მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით. ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო დემორალიზება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner