logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი სეულს ფხენიანის აგრესიის შემთხვევაში, მხარდაჭერას დაჰპირდა
- +

10 ნოემბერი. 2016. 15:06



აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის ლიდერ პაკ კინ ჰესთან საუბრისას სეულს მხარდაჭერა აღუთქვა და პირობა დადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კორეას მისი ჩრდილოელი მეზობლისგან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში დაიცავს.



სააგენტო „Yonhap"-ის ცნობით, საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ „ასი პროცენტით" ეთანხმება კორეის ლიდერს იმაში, რომ  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს.



აღსანიშნავია, რომ  ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე გამოსცადა და და ამერიკას ბირთვული დარტყმითაც დაემუქრა. მანამდე, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელსაც ამჯერად პრეზიდენტი ბარაქ ობამა ხელმძღვანელობს „უკანონო ბანდიტების ბანდა" უწოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თებერვალში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა. შესაბამისი გადაწყვეტილება ამერიკამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩრდილოეთ კორეამ იანვარში წყალბადის ბომბი, ხოლო თებერვალში - თანამგზავრი გამოსცადა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner