გამოცემა „Politico"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესაძლოა, სენატის საგარო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ტენესის შტატის სენატორმა ბობ კორკერმა დაიკავოს.
სენატორი ბობ კორკერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ის არის ერთ-ერთი ინიციატორი კანონპროექტის, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირებად აღიარებს.
კანონპროექტი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობეის კომიტეტმა 2014 წლის სექტემბერში დაამტკიცა. კორკერი იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოვიდა.
ჯონ კერის კიდევ ერთ სავარაუდო შემცვლელად გამოცემა „Politico" ასახელებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე რესპუბლიკელების პრაიმერებში მონაწილეობდა, თუმცა მიტ რომნისთან დამარცხდა.