დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. წამყვანის კითხვაზე, ემუქრება თუ არა ოდესის აწ უკვე ყოფილ გუბერნატორს დაკავება, მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ეს სავარაუდოდ არ მოხდება.
„არ ველოდები, რომ უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდება. მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ეს ქვეყანა კი, ალბათ, თავის მოქალაქეს ძნელად თუ გასცემს. თუმცა, დიდია შანსი იმისა, რომ დევნა მის მიმართ იმ ქვეყანაში დაიწყოს, რომლის მოქალაქეც დღეს არის. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პასუხს აგებს და წარსდგება სასამართლოს წინაშე და მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც", - განაცხადა მინისტრმა.