„თანამდებობიდან ოდესის გუბერნატორის გათავისუფლება ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი პირადი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის პირადი ვალდებულებების და გარკვეული მოთხოვნების შესრულების შემდეგ შესრულდებოდა",- განუცხადა პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საინფორმაციო პორტალს Newsyou.info.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ საუბარი იყო სხვადასხვა მოთხოვნებზე, მათ შორის ოდესა-რენის ტრასის მშენებლობაზე და ოდესის ოლქში „ერთი ფანჯრის" პრინციპის ამოქმედებაზე.
„არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა. სააკაშვილმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გადადგა და თანამდებობიდან არ გაათავისუფლეს", - აღნიშნეს უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიაში.