არჩილ ფშავლელი მეუფე გაიოზის გარდაცვალების შესახებ წერს.
„მეუფის გახსენება" - ამ სათაურით ის გარდაცვლილ მეუფეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„2005 წლის 25 მაისია, მეტრო ,,თავისუფლების მოედანთან" ამოვედი, რუსთაველის გამზირი რკინის ჯებირებითაა გადაღობილი, გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს დამოუკიდებლობის დღის აღლუმისათვის, ამ მოაჯირთან შევჩერდი და თვალს ვადევნებ ჯარის სვლას, გვერდზე ახოვანი, თეთრწვერა მამაკაცი იდგა, მეცნო, მაგრამ ვერ ვიცანი, წამის მეასედში ტვინის არქივმა გაიხსენა, გაიხსენა ფოტოს მეშვეობით (სწორედ იმ ფოტოთი, რომელიც აქ დევს) ახალგაზრდა მღვდელმთავარი, რომელიც ახლა უკვე ასაკში და წვერთეთრი იყო, მოწიწებით ვკითხე, თქვენ მეუფე გაიოზი ბრძანდებით? გამიღიმა და მითხრა ბერი გაიოზი ვარო, ვთხოვე დამლოცეთ მეთქი და დამლოცა, დამლოცა ძალიან დიდი სიყვარულით და გულიანად, როგორ მიცანითო? საეკლესიო კალენდრის ფოტოდან-თქო, იქ ახალგაზრდა ვიყავი და ეხლა მოხუცი ვარო, საკვირველია როგორ მიცანითო, არადა მართლა ფოტოზე მყავდა ნანახი მხოლოდ. შემდგომ ფეისბუქზე დავმეგობრდით, ბევრი კეთილი რჩევა-დარიგება მოუცია, უხერხულია სრული მიმოწერის გასაჯაროვება, მაგრამ ერთ გულისტკივილს მაინც გავიხსენებ რომლიც გამანდო, რომელსაც თან ატარებდა. მშვიდობით მეუფეო", - წერს ფშავლელი.