logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: ჩემი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ ამოვძირკვო „ნაციონალური მოძრაობა“
- +

10 ნოემბერი. 2016. 19:15



მედიაკავშირ „ობიექტივის" ეთერში, პოეტმა რეზო ამაშუკელმა  აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატივს არ სცემს ჰილარი კლინტონს,  მაგრამ ტრამპის გაპრეზიდენტების გამოც აღფრთოვანებით ვერ ისაუბრებს.

 

„არასოდეს ვცემდი პატივს ქალბატონ კლინტონს. ის ყოველთვის  პატარა გოგოსავით იპრანჭებოდა და აქ სისხლისმსმელთან ჩამოდიოდა. ტრამპიც იყო ჩვენთან ჩამოსული, მაგრამ საქმის და ბიზნესის გამო. ჰილარიმ თავისი პირით განაცხადა, ჯგუფ „ბითლზების" ერთ-ერთი მომღერლის იაპონელ ცოლთან ლესბოსური ურთიერთობის შესახებ. თუნდაც ამის შემდეგ, როგორ შეიძლება ჩემი მენტალობის კაცს, მასზე კარგი წარმოდგენა მქონდეს?" -განაცხადა მან.


პოეტი აღფრთოვანებით საუბარს არც ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის გამოც არ აპირებს და ამბობს, რომ მისი მიზანია ლიბერალური მიმართულებების ამოძირკვა საქართველოში.


„აღფრთოვანებით საუბარს ტრამპის გაპრეზიდენტების გამო ვერ დავიწყებ, რადგან ყოველთვის შედეგზე ვარ ორიენტირებული. ჩემი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ ამოვძირკვო „ნაციონალური მოძრაობა" და საქართველოში დანერგილ გარყვნილ ლიბერალურ მიმართულებებს ბოლო უნდა მოვუღო", - აღნიშნა ამაშუკელმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner