logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბატონო ალექსანდრე, კარგად ხართ?!
- +

10 ნოემბერი. 2016. 20:30


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი განათლების და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

 

„განათლების მინისტრ ჯეჯელავას გადაეცით, თუ კომბლე მოძალადეა, მაშინ ნაცარქექია სადისტი გამოდის, ეგ არ იყო, სადგისს რომ ურჭობდა ბაყბაყ დევს კისერში?

ეგ კიდევ არაფერი, ხუთკუნჭულამ კიდე მარილის ლოდით მოკლა იმოდენა დევი, მაგ ბარბაროსმა!

ისა და... ბატონო ალექსანდრე, კარგად ხართ?!"

 

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ზღაპრის პერსონაჟი კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner