logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი არ დუმს და ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა
- +

10 ნოემბერი. 2016. 20:34



ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლარის კურსზე მოქმედებს  სხვადასხვა გარიგებები, სხვადასხვა მოლოდინები და ეს ყველაფერი არის ერთად ასახული, ანუ იქნება გაუფასურებები, გამყარებები, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ვალუტას ექნება გამყარების მიმართულება. გვენეტაძის განცხადებით,  წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა არა მარტო გაყიდვები გააკეთა, საკმაოდ დიდი შესყიდვებიც ჰქონდა, რაც ყველას ყურადღების მიღმა რჩება.


 „ინტერვენციებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნათელი მაგალითი გავეცით და განცხადებაც გავაკეთეთ. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკი არ დუმს და ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა. ასევე, იყო მსხვილი და ერთჯერადი ტრანზაქციები, ჩვენ გავაკეთეთ ეს ინტერვენციები, ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში, ეს არის ის, რაც ადრეც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ეროვნულ ბანკს - 2012, 2013, 2014, 2015 წლებში და გაცილებით უფრო მეტი მოცულობით, ვიდრე ახლა  გაკეთდა. ეს იყო აბსოლუტურად  შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში, როდესაც საჭირო იქნება, ამის გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს",- განაცხადა გვენეტაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner