logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: ვფიქრობ, კომბლე კარგი მენეჯერია
- +

10 ნოემბერი. 2016. 20:35



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე განათლების  მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს:


„მე მაინც ვფიქრობ, რომ კომბლეს ძირითადი საქმიქნობა მაინც კომბლის თლაა და არა მეცხვარეობა (ზღაპრის მიხედვით) ან მესაქონლეობა (მულტფილმის მიხედვით). სახელიც მაგას მიუთითებს კომბლე, მეკომბლე.

 

ვფიქრობ ცხვრების ან ძროხის მოვლა უფრო ჰობია. შესაბამისად თავის ძირითად საქმიანობას ანუ კომბალს და მის დამზადებას ანუ თლას ძალიან წარმატებით იყენებს მულტფილმის მიხედვით გაქსუებულ ბატონთან და ზღაპრის შემთხვევაში მგელთან.

 

კომბლე ამას თავადაც აღიარებს, რომ მისი ძირითადი საქმიანობა არის კომბლის თლა და ამან უნდა არჩინოს. ( იხ. ფოტო. ამონარიდი ზღაპრიდან. დიალოგი) შესაბამისად მეცხვარეობა ან მეცხოველეობა დამატებითი საქმიანობა უფროა ან თუნდაც ბიზნესი ან კვებითი დანიშნულების საშუალება ვიდრე ძირითადი შემოსავლის წყარო.

 

ვფიქრობ კომბლე კარგი მენეჯერია."

 

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით ზღაპრის პერსონაჟი კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner