logo_geo
eng_logo
ნინო ღვალაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობა შეწყვიტა
- +

10 ნოემბერი. 2016. 21:22


 

 

ნინო ღვალაძემ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მეუღლის დასაქმების, ბინის დაკანონების, ავეჯით უზრუნველყოფისა და მსხვილფეხა საქონლის შესყიდვის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა, აქცია შეწყვიტა.


როგორც პირველისთვის" გახდა ცნობილი, ის მეუღლესთან, ვეფხია ღვალაძესთან ერთად ბოლნისის რაიონში 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და სახლის მფლობელია. 


ღვალაძეების ოჯახი სახელმწიფოსგან თვეში 500 ლარამდე სოციალურ დახმარებას იღებს და როგორც მრავალშვილიან ოჯახს, ადგილობრივი ხელისუფლება ბოლნისის სახლსაც ურემონტებს.


ამასთან, ვეფხია ღვალაძემ, როგორც ვეტერანმა, მიიღო შეთავაზება ვეტერანთა დეპარტამენტში დასაქმებასთან დაკავშირებით, თუმცა მან სამსახურის დაწყებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სურდა სხვა თანამდებობაზე მუშაობა, რაზეც მან უარი მიიღო. 


ნინო ღვარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner