logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მეეჭვება, რომ გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდეს
- +

10 ნოემბერი. 2016. 21:29


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ალექსანდრე ქანთარია ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შესახებ საუბრობს. როგორც ქანთარია აღნიშნავს, გავრცელებული ხმები, რომ უგულავა ვადაზე ადრე გამოვა ციხიდან სიმართლეს არ შეესაბამება.

 


„მეეჭვება, რომ გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდეს. მან ვადა ბოლომდე უნდა მოიხადოს. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დამოუკიდებლად შეიწყალოს ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ არ მგონია მან ამით შემდგომ კეთილი განწყობები დაიმსახუროს. ეს არის მოარული ხმები და ამბები. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი",- განაცხადა ქანთარიამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner