„სითი პარკი" არის პარაზიტი ორგანიზაცია და აუცილებლად უნდა დატოვოს ეს ქალაქი",- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ჟურნალისტებთან საუბრობს.
ოგბაიძე მიიჩნევს, რომ მერიამ კომპანია „სითი პარკს" 25 მილიონი ლარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხადოს, რადგან კომპანიას თავად აქვს უამრავი კანონდარღვევა ჩადენილი და ბიუჯეტის მიმართ დავალიანება.
როგორც ოგბაიძე აცხადებს, ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისთვის მოქალაქის მიერ გადახდილი 60 ლარიდან არც ერთი თეთრი არ შედის დედაქალაქის ბიუჯეტში.
„ეს კომპანია თავად არის გამომძალველი და იმდენი კანონდარღვევა აქვს, რომ მას აქეთ აქვს ჩვენი ბიუჯეტისათვის თანხა გადასახდელი. ავტომობილის საჯარომოზე გადაყვანისათვის მოქალაქის მიერ გადახდილი 60 ლარიდან არც ერთი თეთრი თბილისის ბიუჯეტში არ შედის. „სითი პარკის" ამ ქალაქიდან გაყვანას სჭირდება გამბედაობა და პოლიტიკური ნება და არა კომპანიიის 25 მილიონი ლარით გამდიდრება",- განაცხადა ოგბაიძემ.