„ეს სპეკულაციის თემაა მუდმივად. ამ ყველაფერს რომ დავუსვათ წერტილი საჭიროა, ის რაც სამოქალაქო კოდექსშია ჩაწერილი, იგივე ამოვიდეს კონსტიტუციაშიც. ეს იქნება და ეს",- ამ სიტყვებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ალექსანდრე ქანთარია ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ქორწინების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ქანთარია აღნიშნავს, ქორწინება არის კაცის და ქალის ერთობა.
„არ მგონია რომ კიდევ დამატებითი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ის რომ, ქორწინება არის კაცის და ქალის ერთობა ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება",- განაცხადა ქანთარიამ.