logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ამ პატარა ქვეყანაში ორი კომბლეა...
- +

11 ნოემბერი. 2016. 00:35


 

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავს განცხადების ირგვლივ გამართულ აჟიოტაჟს ეხმაურება:

 

„ორი კომბლე

 

ვიდრემდე კომბალს აღმართავდეთ თანამოძმეზე, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა - ტყუილად ერჩით ერთმანეთს, ორივე მხარე, კომბლეს დამცველნიც და მოწინააღმდეგეებიც მართლები ბრძანდებით და თქვენი ქიშპი ეშმაკის მოწყობილია!

 

საქმე ის გახლავთ, რომ ამ პატარა ქვეყანაში ორი კომბლეა, ორი კომბლე, ორი!

 

ერთი კომბლე ტიპიური წითელი საქმოსანია, ბოროტი, ზარმაცი, ინტრიგანი და ყველაფრის მკადრებელი გაიძვერა. შეიძლება ჰომოფობიაც კი დაუმტკიცდეს! ღმერთი არ გაგიწყრეთ, მისი ზღაპარი ბავშვს არ წაუკითხოთ და ძილის წინ თქვენც ნუ მიეძალებით!

 

სამაგიეროდ მეორე და ნამდვილი კომბლეა კეთილი და ყოვლად დადებითი პიროვნება, უკომბლესი, წარმატებული მეცხვარე და, რაც მთავარია, იმფერი მოდერნიზებული და მაღალტექნოლოგიურია, სპაიდერმენს არ დაესიზმრება - წაიკითხეთ და დარწმუნდებით. ნამდვილი საბავშვო გმირია!

 

ჰოდა, გეგონება ერთი კომბლე არ ეყოფოდა ჩვენს გაჭირვებას, ფინთმა ეშმაკმა ისე მოაწყო, რომ ადამიანებს ორი სხვადასხვა კომბლე წააკითხა და ერი ორად გაყო.

 

წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით რა მზაკვრული გეგმა ჰქონდა ეშმაკს, მართლაც რომ ფუი მაგას!

 

მაშ ასე კომბლეს თემა შეგვიძლია გავიაროთ და რაიმე ახალი საბაბი ვეძებოთ მორიგი facebook- კონფლიქტისთვის",- წერს მაღლაფერიძე.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ზღაპრის პერსონაჟი კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner