logo_geo
eng_logo
ამერიკელები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიშელ ობამას ირჩევენ
- +

11 ნოემბერი. 2016. 00:46



ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის  მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ უკმაყოფილო ამერიკელები სოციალურ ქსელებში მიშელ ობამას, აშშ-ს პირველ ლედის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებას მოუწოდებენ . ამის შესახებ US Weekly იუწყება.


აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის მეუღლე ამერიკელებს დაამახსოვრდათ, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწე და სამაგალითო დედა. იგი ეხმარებოდა სამხედროების ოჯახებს და აქტიურად იყო ჩართული ბავშვების სიმსუქნის ეპიდემიასთან ბრძოლაში.


თუმცა მიშელ ობამას მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებების თანახმად, იგი არ არპირებს პოლიტიკური კარიერის დაწყებას. მიშელის ამ პოზიციას ბარაქ ობამაც ემხრობა:


„მიშელი საპრეზიდენტო არჩევნებზე არასდროს იყრის კენჭს. იგი ნიჭიერი და შესანიშნავი ადამიანია, რომელიც ძალიან მეამაყება, მაგრამ მიშელს არ გააჩნია მოთმინება და მიდრეკილება იმისთვის, რათა გახდეს კანდიდატი",- განაცხადა ბარაქ ობამამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
სოციალურ ქსელში აგორებულმა ტალღამ ენთუზიასტების ყურადღება მიიპრყო, რომლებმაც მიშელ ობამას ჰიპოთეტური წინა საარჩევნო კამპანიისთვის ბანერები შექმნეს.

 


 

 

 

 

წყარო: usmagazine.com

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner