TechCrunch-ის ცნობით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ამერიკული კომპანია Hyperloop One (H1)-ის პროექტით პირველი ვაკუუმის მატარებელს ააშენებენ, რომლის იდეაც ამერიკელ გამომგონებელსა და ბიზნესმენს, ელონ მასკს ეკუთვნის. ელონ მასკი კომპანია SpaceX-სა და Tesla Motors-ის დამფუძნებელია.
პირველი კომერციული ხაზი დუბაიდან აბუ-დაბიმდე აშენდება. მისი სიგრძე 159,4 კილომეტრს შეადგენს. H1-ის გათვლებით, მანძილს, რომელსაც ავტომობილი 2 საათში გადის, ვაკუუმის მატარებელი 12 წუთში დაფარავს.