logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: BPN-ის მსგავს სერიოზულ გამოცემას, ასეთი "ნიუსები" არ ეკადრება
- +

20 მარტი. 2016. 11:42


 

პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი უძილაური BPN-ის მიერ მომზადებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც საუბარია, რომ ქართველი კერძო პირი მზად არის რამდენიმე მილიონი დოლარი გაიდაიხადოს ჯვრის მონასტრის შესაძენად.


„BPN-ის მსგავს სერიოზულ გამოცემას, ასეთი "ნიუსები" არ ეკადრება.

 

სააგენტო წერს:

 

როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ქართველი კერძო პირი მზად არის რამდენიმე მილიონი დოლარი გაიდაიხადოს ჯვრის მონასტრის შესაძენად. ბიზნესმენის ვინაობას ჩვენი წყარო არ გვიკონკრეტებს, თუმცა შეკითხვაზე - შესაძლოა თუ არა ეს იყოს ბიძინა ივანიშვილი, პასუხისგან თავს იკავებს და არც უარყოფს და არც ადასტურებს."

 

როცა არ ასახელებთ წყაროს და თავის მხრივ, ის წყარო არ ასახელებს ბიზნესმენს, (ვისაც მზადყოფნა გამოუხატავს) და ამ მარჩიელობის შემდეგ ასახელებთ კონკრეტულ ადამიანს და მასზე არც დადებით არც უარყოფით პასუხს არ იღებთ, მაგრამ ამის მიუხედავად მის სახელს მაინც ტოვებთ "ნიუსში", ამას ქვია ან არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის ნიადაგზე განიუსებული ჭორი, ან ცნობილი სახელის მანიპულირებით და შესაბამისად მკითხველების შეცდომაში შეყვანით ყურადღების მიქცევის მცდელობა. არცერთ შემთხვევაში ეს არ მატებს სოლიდურობას BPN-ს.

 

პ.ს. იმ შემთხვევაში, თუ საქმე მაინც არაკომპენტენტურობასა და არაპროფესიონალიზმთან გვაქვს, მარტივად ვხსნი ჩემი კომენტარის შინაარსს _ ივანიშვილს არ აქვს კავშირი ამ "ნიუსთან", - წერს უძილაური.


 

იხილეთ ბმული: http://www.bpn.ge/finansebi/21304-ierusalimis-jvris-monastris-shedzenith-qarthveli-kerdzo-piria-dainteresebuli.html?lang=ka-GE


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner