logo_geo
eng_logo
ბიძინა გიორგობიანი: კომბლე ერთი „წარუმატებელი“ მეცხვარეა
- +

11 ნოემბერი. 2016. 03:18



დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას ეხმაურება:

 

„ყველა წერს კომბლეზე და მოდი მეც ვიტყვი რამეს. კომბლე არ ვიცი როგორი ბრუტალური მეცხვარეა და რა უარყოფით გავლენას ახდენს საწყალი ქართველი ბავშვების ფსიქიკაზე, მაგრამ ევროპული ზღაპრის კლასიკა, ძმები გრიმების ჰენზელ და გრეტელიც გავიხსენოთ: კანიბალი ჯადოქარი შეჭმას პირდება ჰენზელს, ხოლო გრეტელს მუდმივ მონობას. ბავშვები მაშინ გაიქცევიან, როდესაც ჯადოქარი ბავშვის მოსახარშ ქვაბს ცეცხლზე დგამს. ზღაპრის გმირებს და შინაარსს თუ რაციონალური ანალიზით გავიგებთ (როგორც ამას ბატონი განათლების მინისტრი აკეთებს), ევროპელი ბავშვები ახლა მასიურად მძიმედ დაავადებულნი უნდა იყვნენ ფსიქიურად, ხოლო მათთან შედარებით კომბლე ერთი „წარუმატებელი" მეცხვარეა და მეტი არაფერი. სხვათაშორის ბატონ ჯეჯელავას ბიბლიური ტექსტები გადაკითხული თუ აქვს, იქაც ბევრ ბრუტალურ სცენას შეხვდებოდა. თუ, რა თქმა უნდა, საგაზეთო ნიუსებივით წავიკითხავთ ამ უძველეს ტექსტებს, სადაც პერსონაჟის საქციელი, მის მდგომარეობას განსაზღვრავს ეპოსის საერთო სურათში და თანამედროვე სისხლის სამართლის კოდექსით ჩვეულებრივ დამნაშავეთ გამოიყურება",- წერს გიორგობიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner