logo_geo
eng_logo
ზაზა კობერიძე: ალექსანდრე ჯეჯელავა მალე ტარიელს სასამართლოში უჩივლებს
- +

11 ნოემბერი. 2016. 03:40


 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაზა კობერიძე facebook-ზე განათლების და მეცნიერების მინისტრის განცხადებას ეხმაურება და წერს:

 

„ალექსანდრე ჯეჯელავა - „კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა".

 

და მერე ხსნის, რატომ ფიქრობს ასე.

 

. . .

 

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ახალი განათლების მინისტრს ყველა ზღაპარი ნონ-ფიქშენი, ანუ დოკუმენტური პროზა ჰგონია.

 

რამდენიმე თვეა რაც ის მინისტრობს, ხშირად მსმენია მისგან ეპატაჟური გამონათქვამები, და რაც უფრო შორს შევდივართ ტყეში, მით უფრო მეტ ხეს ვეჯახებით.

 

ეს ბატონი მალე ტარიელს სასამართლოში უჩივლებს უნიკალური ფაუნის განადგურებისათვის, გამომცემლებს აუკრძალავს წიგნების ბეჭდვას, რათა „ტყე შეუნახონ შვილებსა" და სკოლის შემობებსაც გაყიდის.

 

განათლების მიღება გახდება ნებაყოფლობითი და სავსებით შესაძლებელი - ინტერნეტით, სახლის პირობებში.

 

ვითომ ცუდი იდეაა?

 

რად გვინდა სკოლები და მასწავლებლებისთვის ფულის გადახდა?

 

როგორც კი ბავშვს შეუსრულდება (სიტყვაზე) 17 წელი, ის აბარებს გამოცდებს და მერე მიდის ან უმაღლესში, ან პროფტექნიკურში, ან ჯარში, ან პარლამენტში...არა, პარლამენტზე წამომცდა, პარლამენტი სულ ენაზე მაკერია ამ ბოლო დროს და ამიტომ.

 

ან...ან... ან ბებისიტერად აგზავნიან საზღვარგარეთ.

 

ლიზავიბრატორიზაცია მარტივდებაო და წინადადება მაქვს ბებისიტერობით დასაქმება სახელმწიფო დონეზე იყოს აყვანილი.

 

რამე სააგენტო ან დეპარტამენტიც შეიძლება შეიქმნას ამ განხრით.

 

სამინისტრო ხომ მთლად უკეთესი იქნება.

 

„ბებისიტერობის მდგრადი განვითარების სამინისტრო".

 

აფსუს, facebook-ს ფორმატი არ მაძლევს ამის გაქანებას, თორემ იმდენ ქრონიკას გავამოდელირებდი აქ...

 

ეჰ, რა ტვინი ვზივარ სახლში და ღამის კოშმარებთან ბრძოლის მეტს არაფერს ვაკეთებ?

 

დამასაქმეთ, დამასაქმეთ თქვე დალოცვილისშვილიშვილებო, სანამ კიდევ ენა და გონება მიჭრის.

 

გადავუხვიე თემას, გრძელი პოსტი გამომივიდა, რომელსაც ჩვენი მოუთმენელი მკითხველი არ წაიკითხავს.

 

ჯეჯელავით დავიწყე და ისევ ჩემი ცრემლებით დავასრულე.

 

მოკითხვა კომბლესგან.

 

და მისი ორი ცხვრისაგან".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner