ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას ეხმაურება:
„რაღა ქართული ზღაპრების მიწასთან გასწორებით დაიწყო მაგ შეჩვენებულმა „რეფორმები". არ ჯობია საკუთარ ჰაბიტუსს მიხედოს და თავად რომ მოწესრიგდეს? უბრალოდ, უამრავი საქმეა განათლების სისტემაში გასაკეთებელი და რა შუაშია ზღაპრები. მაგას მართლა ხომ არ აჟრიალებს? ვიზრდებოდით და ცუდი თაობა ვართ, თუ მოძალადეები?!
გადავირიე! ახალგაზრდა კაცია და ამდროს ხანდაზმულის შთაბეჭდილებას ტოვებს... ასე იცის ეტყობა „ხუთკუნჭულას" და „კომბლეს" კითხვამ",- წერს ლიპარტელიანი.