logo_geo
eng_logo
ბუბა კუდავა: ტაო-კლარჯეთი არასოდეს წყვეტს შენს გაოცებას
- +

11 ნოემბერი. 2016. 04:07



ისტორიკოსი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში ტაო-კლარჯეთის ფოტოებს აქვეყებს და წერს:


„ტაო-კლარჯეთი რომ ერთი დიდი და დაუსრულებელი ამბავია, რომელიც არასოდეს წყვეტს შენს გაოცებას, რამდენჯერაც არ უნდა ეწვიო, ეს დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვითხრა.

 

ჩვენმა ექსპედიციამ დღეს არტაანში, სოფ. კონქთან უძველეს ნაქალაქარს მიაკვლია. აშკარაა, რომ ეს უზარმაზარი კომპლექსი ქრისტეს შობამდე ქართველური ტომების ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი იყო. პუნქტი არტაანიდან კოლასა და კლარჯეთში გადამავალ გზებს აკონტროლებდა და დღემდე უცნობი იყო მკვლევართათვის.

 

კომპლექსს გარს რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის გალავანი ერტყა და საკმაო ფართობს მოიცავდა. ჰქონდა ასევე დიდი ციტადელი.

 

სამწუხაროა, რომ ოდესღაც ასე ღონიერი ქალაქი დღეს ალაგ-ალაგღა იკითხება. თუმცა საერთო პერიმეტრი და ძირითადი ხაზები ასე თუ ისე მაინც განირჩევა.

 

მივაკვლიეთ ამ პუნქტისკენ მომავალი გზის მცველ კიდევ ერთ ციხეს.

 

უთუოდ ასეთი ცენტრები იგულისხმებოდა ძველ ასურულ და ურარტულ წარწერებში მოხსენიებულ ქართულ ტომობრივ გაერთიანებათა „ქალაქებში".

 

შემაჭვრიტა ერთი ამ უშველებელ ლოდებთან მოთამაშე ხალხის ცხოვრებაში, ფიქრებში, ომებში, ბრძოლებში..."

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner