logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს
- +

11 ნოემბერი. 2016. 10:34


სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრის კანდიდატურაზე ვაკანსიას აცხადებს. ვაკანსია არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით ცხადდება და არაანაზღაურებადია.


ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს  უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინონ. კანდიდატი საბჭოს მიერ წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში შეირჩევა და დასამტკიცებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარედგინება.


საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას უნდა ახლდეს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია მიიღება ელ.ფოსტაზე: გ.უჯმაჯურიდზე@მოც.გოვ.გე, 2016 წლის 11 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით.  საკონტაქტო ტელ: (+995 32) 231 27 47 (7420), 1500 (7420).







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner