logo_geo
eng_logo
უკრაინაში დაქირავებული მკვლელები დააკავეს – როგორ უკვეთავდა სააკაშვილი მკვლელობებს და გატაცებას კუდ-ის წევრებს
- +

11 ნოემბერი. 2016. 10:41


უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის შექმნილი მკვლელთა და გამტაცებელთა დაჯგუფების წევრები დააკავა - რა კავშირი აქვს სააკაშვილს შეკვეთილ მკვლელობებთან და ადამიანის გატაცებასთან



6 ნოემბერს უკრაინის სამართალდამცველმა უწყებებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია სახელწოდებით „კავკაზ", რა დროსაც საქართველოდან უკრაინაში საბრძოლველად წასული ორი ქართველი დააკავეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ ბატალიონ „ქართულ ლეგიონში" მსახურობდნენ.



დაკავების მიზეზი ოდესის დეპუტატის თანაშემწის გატაცება გახდა, გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 200 000 აშშ დოლარს მოითხოვდნენ, და ისინი „ქართული ლეგიონის" წევრები გოჩა ხორავა და დავით მენაბდიშვილი (მეტსახელად „ქაჩა") აღმოჩნდნენ.



უკრაინის პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი კიდევ ხუთი ადამიანის გატაცებასა და მკვლელობაში დასდო.


დაკავებულები, ხორავა და მენაბდიშვილი, 2006 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარა „ქართული ბატალიონის", „ქართველი პარტიზანებისა" და „ქართული ლეგიონის" მებრძოლები, ქართველ მებრძოლებს პროკურატურამ საზღვრის დატოვება გამოძიების დასრულებამდე აუკრძალა.



უკრაინაში საქართველოდან ჩასული მებრძოლების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეკრების ადგილს, კიევში, ზურაბ მიქავას რესტორანი „ლაზიკა" წარმოადგენს.


სწორედ რესტორან „ლაზიკაში" იგეგმებოდა უკრაინაში მოქმედი „ქართული ბატალიონის" წევრებისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ უკრაინასა და საქართველოში მოქმედების სტრატეგია.



ზურაბ მიქავა მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარი და გუნდის წევრია. უკრაინაში მყოფი ქართველი მაღალჩინოსნები ზურაბ მიქავას მეშვეობით ხშირად უკვეთავდნენ „ქართული ბატალიონის" წევრებს სხვადასხვა პოლიტიკოსის გატაცებას და ლიკვიდაციას, შუამავალის როლს მოქმედ ქართველ მაღალჩიონოსნებსა და დაქირავებულ მკვლელებს შორის ხშირ შემთხვევაში ზურაბ მიქავა ასრულებდა.



გამტაცებელთა დაჯგუფების თავისუფალ მოქმედებებს ზურგს მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები უმაგრებდნენ, რომლებიც უკრაინის პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ.



ოდესის დეპუტატის თანაშემწის გატაცებაში ეჭვმიტანილებმა ხორავამ და მენაბდიშვილმა რესტორან „ლაზიკის" მფლობელ ზურაბ მიქავას შეუთვალეს, რომ გამოეყენებინა მისი ახლო კავშირები მიხეილ სააკაშვილთან და უკრაინაში მოქმედ სხვა ქართველ მაღალჩინოსნებთან, რათა დახმარებოდა სასჯელისგან გათავისუფლებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამტაცებლები მიქავას ჩაშვებით დაემუქრნენ და შეუთვალეს, რომ მას გატაცების შემკვეთად და ორგანიზატორად დაასახელებდნენ.

ქართველი გამტაცებლების „მომსახურებით" ხშირად სარგებლობდა ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, მისი დავალებით, 20 მაისს დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს უკრაინაში მოქმედი სომეხი ბიზნესმენი გიორგი მელიქოვი.


მელიქოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის გარემოცვის წევრია. მელიქოვის გატაცების გამო, უკრაინის სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაიწყეს, რის გამოც გამტაცებლები იძულებულები გახდნენ, მძევალი გაეშვათ.

ამ შემთხვევისგან განსხვავებით არ გაუმართლა 15 მაისს გატაცებულ უკრაინელ ბიზნესმენს, რომელსაც გამტაცებლებმა თანხა მოსთხოვეს, თუმცა, ფულის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც იგი მოკლეს.


ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებული გამტაცებელთა და მკვლელთა ორგანიზებულ ჯგუფს გოჩა ხორავა და დავით მენაბდიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

დაჯგუფების წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები და ცალკეული უკრაინელი მებრძოლები არიან.

დაჯგუფების წევრები არიან:

1. ალექსანდრ ზოლოტუბინი

2. ზურაბ თულიანი (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, საქართველოს სამართალდამცავთა ლიგის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიძის, ლევან გვაზავას და ზაზა ჯაიას ახლო მეგობარი)

3. დიეგო საჯაია (გატაცებაში ეჭვმიტანილის, გოჩა ხორავას ბიძაშვილი)

4. ზურაბ მაჩიტაძე

5. ირაკლი ტყაბლაძე (შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეტყვიამფრქვევე)

6. მამუკა კობოსნიძე (კონსტიტუციური უსფართხოების დეპარტამენტის, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი)


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რასაც ქართველი მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლებაც მოჰყვა.


თანამდებობიდან გადააყენეს ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე და პირადი განცხადების საფუძველზე ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა მიხეილ სააკაშვილმაც. ზაფხულში თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეც.


მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, უპატრონოდ დარჩენილი კრიმინალური დაჯგუფების და „ქართული ლეგიონის" ბედი გაურკვეველია დაჯგუფების წევრებისთვის.

ქართველი მებრძოლები ცდილობენ, დატოვონ უკრაინის საზღვრები და ევროპის ქვეყნებს შეაფარონ თავი.


მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ქართული ლეგიონი" უკრაინაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და სააკაშვილის ხელში იარაღად იქცა.

საქართველოდან უკრაინაში წასულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანაშრომლებს და ქართული არმიის ყოფილ ჯარისკაცებს სააკაშვილი და მისი გარემოცვა, პოლიტიკოსთა გატაცებებისთვის, ბიზნესმენთა რეკეტისთვის და მათ შორის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს სოციალურ ქსელებში „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ პროპაგანდისთვის იყენებდნენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner