logo_geo
eng_logo
ნუგზარ კერესელიძე: დუალური განათლება, რომელსაც განათლების სამინისტრო ნერგავს, სხვა არაფერია, თუ არა, ილია ვეკუას იდეების რეალიზაცია
- +

11 ნოემბერი. 2016. 11:24



ნუგზარ კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს:


წინ ილია ვეკუასკენ!

 

დუალური განათლება, რომელსაც ამჟამად განათლების სამინისტრო ნერგავს საქართველოში და მას გერმანულ გამოცდილებად წარმოაჩენს, სხვა არაფერია, თუ არა, გამოჩენული ქართველი მეცნიერის, მეცნიერებისა და განათლების ორგანიზატორის - აკადემიკოს ილია ვეკუას იდეების რეალიზაცია. იმ იდეებისა, რომელებიც გახდნენ საფუძველი ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, რომლის პირველი რექტორი და აღმშენებელი იყო ილია ვეკუა.

 

1959 წლის 13 ივნისს ილია ვეკუა საგაზეთო სტატიაში (პრავდა") წერდა:

 

ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი ეს არა მარტო ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არამედ იგი არის ახალი ტიპის უნივერსიტეტი.

 

მას არ ექნება საკუთარი ლაბორატორიები. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობა მთლიანად განხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და სამრეწველო საწარმოების ბაზაზე.

 

სტუდენტები, მეცადინეობის პარალელურად იმუშავებენ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში და ქალაქ ნოვოსიბირსკის ქარხნების ლაბორატორიებსა და საკონსტუქტორო ბიუროებში.

 

ამასთან, ყოველ სტუდენტს ეძლევა ბრწყინვალე საშუალება, გაეცნოს მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებს, გამოიყენოს ახალი ხელსაწყოები და მოწყობილობები, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა აქტუალური სამეცნიერო და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტაში".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner