logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: თინა ხიდაშელმა არჩევნები კანონდარღვევით ჩაატარა! ვფიქრობ, ეს ქალბატონი დიდი ხანი არ იქნება მინისტრი!
- +

17 თებერვალი. 2016. 22:15


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებით საგარეჯოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი უნდა დაიკითხოს, რადგან აშკარაა, რომ საგარეჯოს არჩევნები კანონდარღვევით ჩატარდა.


როგორც თოფაძე აღნიშნავს, სასურველია ხიდაშელმა ამ დარღვევის გამო პასუხი აგოს, ეს პრეცედენტი კი სხვა პოლიტიკოსებისთვის მაგალითი იქნება.


 

ჯარისკაცების ჩამოყვანა, ტრანსპორტირება, დისლოკაცია, კვება დიდ ხარჯებს მოითხოვდა და ასე მდიდარიც არ არის ჩვენი თავდაცვის სამინისტრო, რომ თანხები არამიზნობრივად დაეხარჯა. თუ მინისტრი იტყვის, რომ მის გარეშე გაკეთდა ეს ცვლილება, მაშინ გამოდის, რომ იგი სუსტი მინისტრია და სამინისტროში სადავეებს ვერ ფლობს.

 

არის მეორე საკითხი, თუ ასეთ სერიოზულ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, კოალიციაში ნაკლებად სერიოზულ დარღვევებზე მოხდა რეაგირება და კანონდამრღვევი დაისაჯა, მაშინ რატომ არ უნდა დაინტერესდეს სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გადადგმული თავხედური ნაბიჯით? არჩევნების გაყალებება სისხლის სამართლის დანაშაულია, ამ თემაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და ხიდაშელი უნდა დაიკითხოს. უნდა დაისვას მისი ბრალეულობის საკითხი. ეს იქნება კარგი პრეცედენტი, რათა თავხედური ნაბიჯების გადადგმა სხვებმა ვეღარ გაბედონ...

 

არჩევნები კანონდარღვევითქართულ ოცნებას" არ ჩაუტარებია- არჩევნები კანონდარღვევით ჩაატარა თინა ხიდაშელმა!  ვფიქრობ, რომ ეს ქალბატონი დიდი ხანი არ იქნება მინისტრი, რადგან მისი კანდიდატურა ამ პოსტზე შეუფერებელია"- განაცხადა გოგი თოფაძემ „ობიექტივის" ეთერში. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner