logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: „სითი პარკი“ არის პარაზიტი ორგანიზაცია და აუცილებლად უნდა დატოვოს ეს ქალაქი
- +

11 ნოემბერი. 2016. 12:04



საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ კომპანია „სითი პარკს" მერიამ 25 მილიონი ლარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხადოს, რადგან კომპანიას თავად აქვს უამრავი კანონდარღვევა ჩადენილი და ბიუჯეტის მიმართ დავალიანება.



მისივე აზრით, თბილისის მერიასა და „სითი პარკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებში არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელიც ხელშეკრულების სამართლებრივი შეჩერების საშუალებას იძლევა. მათ შორის არც კომპანიის წესდება და საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების წესი მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში.



ეს კომპანია თავად არის გამომძალველი და იმდენი კანონდარღვევა აქვს, რომ მას აქეთ აქვს ჩვენი ბიუჯეტისათვის თანხა გადასახდელი. ავტომობილის საჯარმოზე გადაყვანისათვის მოქალაქის მიერ გადახდილი 60 ლარიდან არც ერთი თეთრი თბილისის ბიუჯეტში არ შედის. სითი პარკის" ამ ქალაქიდან გაყვანას სჭირდება გამბედაობა და პოლიტიკური ნება და არა კომპანიის 25 მილიონი ლარით გამდიდრება",- აცხადებს შალვა ოგბაიძე.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner