logo_geo
eng_logo
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა
- +

11 ნოემბერი. 2016. 12:05



თბილისი, 11 ნოემბერი, 2016 - საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო. ფონდმა „სიცოცხლის ხე" ორგანიზაციას „მზის შვილები", 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნები, ასევე თავალსაჩინო მასალით აღჭურვილი და მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები, გადასცა. ორგანიზაციას 21 ბენეფიციარი ჰყავს, დღეიდან ისინი შეძლებენ სპეციალური ავეჯით და თვალსჩინო მასალით აღჭურვილ სივრცეში, სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიიღონ ინკლუზიური განათლება და კიდევ უფრო მეტად მოახდინონ სოციალური ინტეგრაცია. 


ორგანიზაცია „მზის შვილების" ბენეფიციარები არიან დაუნის სინდრომის  და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. „სიცოცხლის ხის" მიერ მოწყობილ ინკლუზიურ საგანმანათლებლო  სივრცეში კი სპეციალური  სათამაშოების დახმარებით წარიმართება მეცადინეობა, ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის. ამასთან, ინკლუზიური საგანმანათლებლო ოთახის რეორგანიზაცია ადვილად არის შესაძლებელი, მოსწავლის ინდივიდუალური  სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე. ასევე, სპეციალური მეთოდით არის განლაგებული მრავალფეროვანი სამუშაო მასალები სხვადასხვა სირთულის დავალებების შესასრულებლად.



დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner