logo_geo
eng_logo
ზურაბ ჩინჩალაძის კონცერტი ნიუ-იორკში გაიმართება
- +

11 ნოემბერი. 2016. 12:54



ავტორ-შემსრულებელი ზურაბ ჩინჩალაძე მანანა დონაძესთან ერთად, ნიუ-იორკში, რესტორან „ნაციონალში" 12 ნოემბერს კონცერტს გამართავენ. ღონისძიებაში ის ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ. კომპოზიტორმა სურვილი გამოთქვა, რომ მისი სიმღერები ემიგრანტ ქართველ მომღერლებს შეესრულებინათ, მათ შორისაა ვანო გოდერძიშვილი, მანანა ჩიტაური, დავით ამბროსიძე, თამარ ხმალაძე.



17 ნოემბერს კი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორან „ოლდ გარდენში", ასევე გაიმართება მათი კონცერტი, რისთვისაც სხვა პროგრამას მოამზადებენ.

 


 

წყარო - ardaidardo.ge

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner