logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა“ გრძელდება
- +

11 ნოემბერი. 2016. 12:57



თბილისის მერია განაგრძობს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას - „დაიწყე კარიერა", რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის - მესამე, მეოთხე, მეხუთე კურსის) სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ 3-თვიანი არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა.



რეგისტრირებული სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით გადანაწილდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ). სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.


​მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის უფლება.


სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნება, სპორტი, განათლება, ვეტერინარია, სამართალი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები, არქიტექტურა-მშენებლობა.



​მათივე ინფორმაციით, სტუდენტები შეირჩევიან  GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) ოჯახის წევრ სტუდენტებს.


სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 2 დეკემბრის ჩათვლით (24:00 საათამდე) თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

​აპლიკაციის შევსების პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.​


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner